STV
ახალი ამბები რეგიონი რეკლამა

წალენჯიხის მერის მოადგილემ სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს მიულოცა

საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

სკოლის მოსწავლეებს, მათ მშობლებს და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება სკოლის დირექტორმა ბადრი ბობოხიამ, რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ლირა ღურწკაიამ და წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„მან ასევე ისაუბრა პირველკლასელთა კვებითი უზრუნველყოფის პროგრამის მნიშვნელობაზე, სკოლებში ხარისხიან განათლებაზე.

მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის მერს პირველკლასელთა კვებითი უზრუნველყოფის საკითხების დანერგვასთან დაკავშირებით,ასევე პირველ საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველოს  პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის წევრს ირაკლი ზარქუას.

მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ახალ სასწავლო  წელს  289 პირველკლასელი შეუერთდა.“ ნათქვამია წალენჯიხის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Related posts

წლის ბოლომდე ფოთს განახლებული ავტოპარკი ექნება

რედაქტორი

ნაკიფუში საფეხბურთო მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

რედაქტორი

ფოთის მერიაში ფინანსური პოლიცია შევიდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი