STV
ახალი ამბები რეგიონი

ფოთის მერმა პედაგოგებს და მოსწავლეებს სასწავლო პროცესის დაწყება მიულოცა

დღეს, ფოთის საჯარო და კერძო სკოლებში საგანმანათლებლო პროცესი განახლდა. 

ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებს და მშობლებს სსიპ ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მე-12 საჯარო სკოლიდან მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„ძვირფასო მასწავლებლებო, მოსწავლეებო და მშობლებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას.

დღეს გამორჩეულად ემოციური დღეა პირველკლასელებისთვის და იმ პატარებისთვის, ვინც პირველად შეაღო ბაღის კარი. 

ახალი სასწავლო წლის დაწყების საზეიმო ცერემონიალს ქალაქ ფოთის XII საჯარო სკოლაში დავესწარი. 

განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ ამავე სკოლის ქართული ენის მასწავლებელს, ქალბატონ ამალია იოსელიანს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის დიპლომი და სამკერდე ნიშანი გადავეცით. წარმატებულ, მშვიდობიან და ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებთ ყველას”- განაცხადა ფოთის მერმა.

სკოლის კარები პირველად, ფოთის მუნიციპალიტეტში წელს 550-მა პირველკლასელმა შეაღო.

სრულიად სასკოლო საზოგადოებას ვულოცავთ 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას. წარმატებულ, ნაყოფიერ და საინტერესო სასწავლო წელს გისურვებთ!

Related posts

ზუგდიდის საავადმყოფოში გრიპისმაგვარი დაავადებებით 42 ავადმყოფი მკურნალობს

რედაქტორი

“ქუჩის პიანინო” ზუგდიდის ბულვარშიც გამოჩნდა

რედაქტორი

“თუ მძევალი სჭირდება პროკურატურას, მე დავრჩები პატიმრობაში და გთხოვთ, ლაშა გოგია გაათავისუფლოთ”

რედაქტორი

დატოვე კომენტარი