STV
რეგიონი რეკლამა

წალენჯიხაში ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგია / 2024-2027 პრეზენტაცია გაიმართა

წალენჯიხის ჟორა მზარელუას სახელობის ჭადრაკის სახლში. ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგია / 2024-2027წწ დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას წალენჯიხისი მერია ავრცელებს.

„აღსანიშნავია,რომ ახალგაზრდული პოლიტიკის დოკმენტი სტუდენტური დასაქმების პროგრამის ფარგლებში დასაქმებულმა სტუდენტებმა შექმნეს.
დოკუმენტი დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს სპიკერებმა:

  • მარიამ შელიამ,
  • ანა შელიამ,
  • ლუკა ჯოლოხავამ და
  • ილია ქარდავამ.

ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის მნიშვნელობაზე და ზოგადად ახალგაზრდების ჩართულობაზე ისაუბრეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ივანე ბრდულმა და მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ.

ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის მიზანია ჩამოაყალიბოს ყოვლისმომცველი ჩარჩო, რომელიც ასახავს ახალგაზრდების რეალურ მიზნებს, სტრატეგიებსა და ამოცანებს, რომლებიც აუცილებელია ჩვენს საზოგადოებაში ახალგაზრდების ინტეგრაციისათვის.

პოლიტიკის დოკუმენტში ასახულია მიმართულებები განათლების,კულტურის,ჯანდაცვის,სოციალური,ტურიზმისა და ფსიქოლოგიის კუთხით,ასევე საუბარია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე და სხვა საკითხებზე.
ღონისძიებას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, საზოგადოება „წალენჯიხელი“ სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები, სტუდენტები და საზოგადოების სხვა წევრები ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასასრულს,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას, სტუდენტებს და აქვე აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა მზადაა ხელი შეუწყოს ახალგაზრდების მეტ კომუნიკაციას და მათ ინტეგრაციას საჯარო სექტორში.” – წერია წალენჯიხის მერიის მიერ გვარცელებულ განცხადებაში.

Related posts

ზუგდიდში წვრილმანი ხულიგნობისთვის presa.ge-ს დირექტორი გიორგი კაპანაძე დააკავეს

რედაქტორი

ანაკლიაში ფოლკლორული ფესტივალი „მომავლის ხმები“ მიმდინარეობს

რედაქტორი

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ობუჯის ადმინისტრაციულ ერთეულში აქტიურად გრძელდება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი