STV
ახალი ამბები რეგიონი რეკლამა

წარმატებული დერმატო – კოსმეტოლოგი ცირა გელენავა თბილისისა და ზუგდიდის შემდეგ ცენტრის გახსნას ბათუმში გეგმავს

წარმატებული ზუგდიდელი დერმატო – კოსმეტოლოგის შესახებ მოგიყვებით, რომელიც პაციენტების სილამაზესა და ჯანმრთელობაზე 9 წელია ზრუნავს.

ცირა გელენავამ მედიცინის სფერო ბავშობიდან აირჩია. როცა მრავალწლიანი აკადემიური და პრაქტიკული მუშაობის შედეგად მდიდარი გამოცდილება დაუგროვდა მშობლიურ ქალაქში, ზუგდიდში საკუთარი ესთეტიკური მედიცინის ცენტრი დააფუძნა. რამდენიმე წელიწადში კი ფილიალი თბილისშიც გახსნა.

მისი სამუშაო დღე დილის 9 საათზე, ზოგჯერ კი უფრო ადრეც იწყება და გვიან საღამომდე გრძელდება. დღეში საშუალოდ თხუთმეტამდე პაციენტს ემსახურება. მათგან ნაწილი აკნეს მკურნალობს, ნაწილი სხვადასხვა პროცედურებს იტარებს. ამბობს, რომ ამგვარი დატვირთვისთვის ყოველთვის მზადაა.

მის მიერ დაარსებული ესთეტიკური მედიცინის ცენტრი საზოგადოებს სთავაზობს ისეთ მნიშვნელოვან სერვისებს, როგორიცაა: აკნეს მკურნალობა, სახის წმენდა,პილინგი, ალმასური დერმაბრაზია, სახის ბიორემოდელირება, ბიორევიტალიზაცია თვალის ირგვლივ, ბოტოქსი, მეზოთერაპია, ბიორევიტალიზაცია, თმის მეზოთერაპია, წვრილი და ზედაპირული ნაოჭების გასწორება, ცხვირ-ტუჩის ნაოჭის შევსება, სახის კონტური/აღდგენა, ტუჩის აგუმენტაცია, პლაზმოთერაპია, ცხიმგროვების დაშლა სკლეროთერაპია და .ა შ.

ცირა ასევე არის ერთ – ერთი გამორჩეული პრეპარატის COLLOST– ის სამედიცინო მრჩეველია სამეგრელოს რეგიონში.

ჩვენი რესპოდენტი გვიყვება, რომ სულ ახლის ძიებაშია და ბევრს სწავლობს, რადგან ძალიან უნდა, რომ თავისი პაციენტებისთვის კიდევ მეტი გააკეთოს.

მიუხედავად რთული სამუშაო რეჟიმისა, ის პროფესიული არჩევანით კმაყოფილია. ამბობს, რომ ეს სფერო ნამდვილად მისი საქმეა და რომ სხვაგვარად ვერც კი წარმოუდგენია.

ახალგაზრდა ექიმი აქტიურად მონაწილეობს ტრენინგებსა თუ კონფერენციებში მსოფლიოს სხვდასხვა ქვეყნებში.

მისივე განმარტებით, ესთეტიკურ მედიცინაში საერთაშორისო გაიდლაინების და პროტოკოლების ცოდნა აუცილებელია, თუმცა მთავარი მაინც პაციენტია და მნიშვნელოვანია საკუთარი გამოცდილება თითოეულ მათგანს მოარგო.

ცირა სამომავლოდ ესთეტიკური ცენტრის გაფართოებას და კიდევ ერთი ფილიალის გახსნას ბათუმში გეგმავს. მეტი ცირა გელენავას ესთეტიკური მედიცინის ცენტრის შესახებ გაიგეთ ამ ლინკზე: https://www.facebook.com/drciragelenava

„ცირა გელენავას ესთეტიკური ცენტრის“ მისამართებია: ზუგდიდი, თავისუფლების მოედანი, გამსახურდიას № 𝟑𝟐 (ლიბერთი ბანკის ცენტრალური ფილიალის უკანა ფლიგელი), თბილისი – წერეთლის გამზირი №𝟐𝟕

Related posts

ხვალ განმუხურის აკვაპარკი საზაფხულო სეზონს ოფიციალურად გახსნის

რედაქტორი

სკანდალი: ტვ პირველის მიერ ბადრი ესებუას წერილად გასაღებული ვრცელი მასალა რეალურად პატიმარს არ ეკუთვნის

რედაქტორი

გოგა ბერაიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ფეხბურთში

რედაქტორი

დატოვე კომენტარი