STV
ახალი ამბები კულტურა რეგიონი

ზუგდიდობის ფარგლებში ზუგდიდის საპატიო მოქალაქეები და საპატიო ზუგდიდელები გამოაბლინეს – ვინ მიიღო ტიტული ნახეთ სტატიაში

ამ წუთებში ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ” ზუგდიდობა 2023″ გრანდიოზული კონცერტით მიმდონარეონს. ჩატარდა საპატიო ზუგდიდელისა და ზუგდიდის საპატიო მოქალაქის მინიჭების საზეიმო ცერემონიალით

,,ზუგდიდის საპატიო მოქალაქის” წოდება გურამ გუნავასა და რევაზ პაპუაშვილს მიენიჭა.

გურამ გუნავა პროფესიით აგრონომ-ეკონომისტი, სახელმწიფო მოღვაწე, სხვადასხვა დროს იყო ზუგდიდის გამგეობისა და საკრებულოს თავმჯდომარე, აგრეთვე იკავებდა სხვადასხვა თანამდებობებს. არის არაერთი ორდენის მფლობელი და ლენტეხისა და აბაშის საპატიო მოქალაქე.

რევაზ პაპუაშვილი-
ისტორიის აკადემიური დოქტორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, არქეოლოგიის დაუღალავი მკვლევარი, არაერთი მონოგრაფიის ავტორი, ბრინჯაოს ხანის კოლხეთის ისტორიისა და კულტურის „ნამდვილი მესაიდუმლე“, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არქეოლოგიური ექსპედიციებისა და აღმოჩენის ავტორი.

,,საპატიო ზუგდიდელის” წოდება მიენიჭა გივი სოსელიას, პეტრე უბერსა და ნუგზარ მალაშხიას.

გივი სოსელია-მრეწველობის დარგში არაერთი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელი, შრომის ვეტერანი. საქართველოში ერთადერთი და სახელგანთქმული ფაიფურის ქარხნის ყოფილი დირექტორი ადამიანი, რომელიც სხვადასხვა წამყვანი თანამდებობიდან 45 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში.

პეტრე (მურთაზ) უბერი-
დამსახურებული მედიკოსი, ოტოლარინგოლოგი, წლების განმავლობაში 17 000 მდე წარმატებული ოპერაციის ავტორი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საპატიო სიგელის მფლობელი, სხვადასხვა სამეცნიერო ნაშრომებისა და სტატიების ავტორი და თანაავტორი. 1979 წლიდან დღემდე ზუგდიდის რესპუბლიკური საავადმყოფოს ყელ-ყურ-ცხვირის მთავარი სპეციალისტი.

ნუგზარ მალაშხია-საზოგადოება „ზუგდიდელის“ პრეზიდიუმის წევრი და ა(ა)იპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” მოქმედი დირექტორი, ადამიანი, რომელიც ქვეყნის პირნათლად სამსახურისთვის სხვადსხვა დროს ორჯერ დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. მისი თაოსნობით ქალაქი ზუგდიდი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტი მრავალჯერ გამხდარა ქვეყნის „ყველაზე სუფთა ქალაქისა და ყველაზე სუფთა მუნიციპლაიტეტის“ ნომინაციის მფლობელი.

Related posts

ფოლკლორის ფესტივალი ,,ხალხური საღამოები” ნოქალაქევში

რედაქტორი

ზუგდიდის ლაბორატორიაში სოფელ საბერიოს კონტაქტებიდან 28 პირს COVID 19 დაუდგინდა

რედაქტორი

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი