წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მედანში, იმ მამაკაცის სახლში რომელიც ყაჩაღონის ინსცენირებაშია ბრალდებულუ, ცეცხლი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრეებმა ხანძრის ლიკვიდირება მალევე მოახერხეს.
მამაკაცი საკუთარ სახლზე ყაჩაღური თავდასხმის ინსცენირებაშია ბრალდებული. დაახლოებით, 2 კვირის წინ მან პოლიციას შეატყობინა, რომ ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირებმა დააყაჩაღეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ძვირფასი ნივთები, ასევე, 17 ათასი ლარის ოდენობის თანხა წაიღეს. ის ამტკიცებდა, რომ თავდამსხმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ მის 92 წლის დედასაც. მოგვიანებით ძვირფასეულობა პოლიციამ გადამალული იპოვა. ექსპერიზამ კი დაადგინა, რომ მამაკაცის სხეულზე არსებული სისხლი არა მას არამედ ქათამს ეკუთვნოდა.