STV
რეგიონი

წალენჯიხა პირველკლასელთა კვებითი უზრუნველყოფის პროგრამას აგრძელებს

პირველკლასელთა კვებითი უზრუნველყოფის პროგრამა გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას ინიციატივით ამოქმედდა.

„აღნიშნული პროექტი სასწავლო წლის დაწყებიდან ისევ გაგრძელდა და დღეიდან პროგრამაში ჩართულ ყველა პირველკლასელს ბარათები დაურიგდებათ. კვების დღიური თანხა საშუალოდ 4 ლარს შეადგენს. ბარათის გამოყენება კი ნებისმიერ სასურსათო მაღაზიასა თუ კვების ობიექტში იქნება შესაძლებელი. წელს საჯარო სკოლებში 289 პირველკლასელი დარეგისტრირდა“ – ნათქვამია წალენჯიხის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Related posts

გუბერნატორის მოადგილემ სოციალურად დაუცველებთან ერთად უფასო სასადილოში ისადილა

რედაქტორი

ხანძარი იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწულუკუში

რედაქტორი

ზუგდიდში COVID 19-ზე გამოკვლეულ 29 პაციენტზე პასუხი – უარყოფითია

რედაქტორი

დატოვე კომენტარი