STV
ახალი ამბები კონფლიქტი

სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი სოხუმის დაცემის წლისთავთან დაკავშირებით აფხაზეთში ჩავა

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დელეგაცია მათი დე ფაქტო ლიდერის, ალან გაგლოევის ხელმძღვანელობით აფხაზეთში ჩავა და ომის დასრულების 30 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრება.

მასთან ერთად დელეგაციაში ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ახსარ ჯიოევი, ე.წ. თავდაცვის მინისტრი, მარატ პავლოვი და ე.წ. პარლამენტარებიც იქნებიან.

გაგლოევის პრესსამსახურის ცნობით, დაგეგმილია შეხვედრა აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტთან ასლან ბჟანიასთანაც.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, 30 სექტემბერს სოხუმში რუსეთის დელეგაციაც ჩავა.

Related posts

ჯგალში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

რედაქტორი

ხაბეიშვილი ენმ-ს წალენჯიხის და ხობის გადამდგარ თავმჯდომარეებს მიმართავს

რედაქტორი

ამ წუთებში ზუგდიდის ყოფილ მერსა და მისი მოადგილეს ბრალს წარუდგენენ

რედაქტორი

დატოვე კომენტარი