STV
ახალი ამბები კონფლიქტი

პუტინი აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს“ ულოცავს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აფხაზეთის ე.წ.პრეზიდენტს ასლან ბჟანიას „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე“ მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას „აფნისპრესი“ აქვეყნებს.

„ძვირფასო ასლან გეორგიევიჩ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა აფხაზეთის რესპუბლიკის ეროვნულ დღესასწაულზე – გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. ოცდაათი წლის წინ აფხაზმა ხალხმა ჯიუტი ბრძოლაში დაიცვა თავის კანონიერი უფლება თავისუფალი, მშვიდობიანი ცხოვრების შესახებ. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ვითარდება ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით. დარწმუნებული ვარ, რომ კონსტრუქციული ორმხრივი კავშირების შემდგომი განმტკიცება ყველა მიმართულებით აკმაყოფილებს ჩვენს საერთო ინტერესებს. მინდა დავადასტურო, რომ რუსეთი აპირებს გააგრძელოს აფხაზეთის მთავრობისა და ხალხის ყველა შესაძლო დახმარების გაწევა მწვავე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის, ასევე ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს, ხოლო თქვენს ყველა თანამოქალაქეს მშვიდობასა და კეთილდღეობას“ – წერს ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტს.

Related posts

“ეკლესიაში მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვის მხილება…” – მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადება

რედაქტორი

პაატა იმნაძე: ნორმალური ადამიანი იმასთან არ მიხვალ, ვინც ყოველ დღე გაგინებს

რედაქტორი

საქართველოში პირველად ხანდაზმულთა საკითხებზე სპეციალური პორტალი შეიქმნა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი