STV
ახალი ამბები მსოფლიო

ისრაელის მთავრობის მონაცემებით, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად 700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 2000-ზე მეტი კი დაშავდა

ისრაელის მთავრობის ინფორმაციით, ჰამასის თავდასხმების შედეგად 700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 2000-ზე მეტი კი დაშავდა. გატაცებულია 100-ზე მეტი ადამიანი.

დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაციას პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროც ავრცელებს. უწყების ცნობით, 400-ზე მეტი ადამიანია დაღუპული, დაშავებულთა რიცხვი კი 2300-ს აჭარბებს.

ღაზის სექტორზე საჰაერო დარტყმები მთელი ღამის განმავლობაში ხორციელდებოდა. რამდენიმე რაკეტა ისროლეს პალესტინელებმა, ქალაქ აშკელონის მიმართულებით.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ იღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

Related posts

სენაკში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან საერთო კრებები მიმდინარეობს

რედაქტორი

ფოთის შემდეგ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენება იგეგმება

რედაქტორი

ზუგდიდში გუნდაკარ ფონ ზუტნერის წიგნის „კავკასიის შვილები“-ს პრეზენტაცია გაიმართა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი