STV
ახალი ამბები მსოფლიო

„ჰამასის“ თავდასხმის შედეგად 800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ჰამასის თავდასხმების შედეგად 800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედიასაშუალება Timesofisrael-ი ავრცელებს.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულია 2 506 ადამიანი, მათგან 23-ის მდგომარეობა კრიტიკულია, 353-ს კი სერიოზული დაზიანებები აქვს. გატაცებულია 100-ზე მეტი ადამიანი.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

Related posts

ანა წითლიძემ პარლამენტის ტრიბუნიდან საზოგადოებას მეგრულად მიმართა

რედაქტორი

მთავრობა: წალენჯიხაში დიალიზის ცენტრი გაიხსნება

რედაქტორი

ევროპარლამენტში ორი რეზოლუცია მიიღეს, რომლებშიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერი მხარდამჭერი განცხადებები შევიდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი