STV
ახალი ამბები მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის ძალები: ღაზის სექტორზე დრონებით მიტანილი იერიშის შედეგად მოკლულია „ჰამასის“ ორი მაღალჩინოსანი

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორზე დრონებით მიტანილი იერიშის შედეგად მოკლულია „ჰამასის“ ორი მაღალჩინოსანი, – ამის შესახებ ისრაელის მედია წერს.

მათი ინფორმაციით ერთ-ერთი მათგანი „ჰამასის“ ე.წ. ეკონომიკის მინისტრია. სამხედროების თქმით, ჯავად ანუ შამალა, ტერორისტული დაჯგუფების ფინანსებს განაგებდა.

მეორე ლიკვიდირებული ზაკარია ანუ მოამარი „ჰამასის“ შიდა ურთიერთობების სამსახურს ხელმძღვანელობდა.

„ის იყო „ჰამასის“ დაჯგუფების მაღალჩინოსანი, რომელიც გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობდა და ღაზის სექტორში ტერორისტული ჯგუფების კოორდინაციას ეწეოდა“, – აცხადებენ ისრაელელი სამხედროები.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამის შემდეგ ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

Related posts

„ოცნების“ აბაშის ორგანიზაციამ გურიაში სტიქიის ზონაში ჰუმნიტარული დახმარება გააგზავნა

რედაქტორი

დღეიდან საქართველოს აფთიაქებში ქვეყანაში წარმოებული პირბადეების გაყიდვა დაიწყო

რედაქტორი

სააკაშვილი: მერე რა, რომ დაგდევენ “შნირი” ჟურნალისტები? უნდა ვიყოთ შეტევაზე!

რედაქტორი

დატოვე კომენტარი