STV
ახალი ამბები მსოფლიო

ჯო ბაიდენი: ჩვენ ვდგავართ ისრაელის გვერდით – მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ძალები გავგზავნოთ

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განკარგულებით, ისრაელის მხარდასაჭერად და რეგიონში უსაფრთხოების გასაძლიერებლად, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში ნაწილში ამერიკული ავიამზიდი, „ჯერალდ ფორდი“ გაგზავნეს, რომელიც გავრცელებული ცნობით, დანიშნულების ადგილს უკვე მიუახლოვდა.

გადაწყვეტილების შესახებ, შტატების პრეზიდენტმა საგანგებო მიმართვისას ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მზადაა საჭიროების შემთხვევაში, რეგიონში დამატებითი ძალები გაგზავნოს. 

„ჩვენ ვდგავართ ისრაელის გვერდით. ვზრდით დამატებით სამხედრო დახმარებას, მათ შორის, საბრძოლო მასალას რკინის გუმბათის შესავსებად. ვაპირებთ დავრწმუნდეთ, რომ ისრაელს არ ამოეწურება ეს კრიტიკული აქტივები, რათა დაიცვას თავისი ქალაქები და მოქალაქეები. თავდაცვის დეპარტამენტმა ავიამზიდის, „ჯერალდ ფორდის“ დამრტყმელი ჯგუფი, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში გადაიყვანა და გააძლიერა ჩვენი მოიერიშე თვითმფრინავების წარმომადგენლობა.

მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ძალები გავგზავნოთ. კონგრესს ვთხოვთ გადაუდებელი ზომების მიღებას ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორების ეროვნული უსაფრთხოების მოთხოვნების დასაფინანსებლად. ეს არ ეხება პარტიას და პოლიტიკას. ეს ეხება ჩვენი სამყაროს უსაფრთხოებას, ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოებას“, – განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამის შემდეგ ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

მსგავსი სიახლეები

ხობში „ევროპის სპორტის კვირეულის“ ფარგლებში გამარჯვებულები დააჯილდოვდნენ

რედაქტორი

მარტვილში  №2  საჯარო სკოლა გაიხსნა

რედაქტორი

ალექსანდრე წულაძე: განათლება ქვეყნის მომავალს ქმნის და მე მჯერა, რომ ჩვენი თავდადებით, შრომით, პასუხისმგებლობითა და სწორი სვლით შევძლებთ უზრუნველვყოთ საქართველოს უკეთესი მომავალი

რედაქტორი

დატოვე კომენტარი