STV
ახალი ამბები კულტურა რეგიონი

მარტვილმა „ღვინის დრეებს“ უმასპინძლა [ფოტო]

დღეს მარტვილი ღვინის დღეები ცენტრალურ პარკში გალა კონცერტით დასრულდა, სადაც ნატო გელაშვილმა, ძმებმა ჭოხონელიძეებმა, მირზა მოდებაძემ და ზუკა ხუციშვილის ბენდმა იმღერებეს. ღონისძიება ქვეყნის მასშტაბით მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით წელს მეორედ იმართება.

კონცერტამდე ღვინის დღეების ფარგლებში ადგილობრივი ღვინის, ყველის, თაფლის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, ღონისძიებაზე ცალკე სივრცე დაეთმო ბავშვებისთვის შემეცნებით აქტივობებს.

მარტვილის ცენტრალურ პარკში დღის განმავლობაში შესრულდა ქალაქური სიმღერები. მარტვილში გამართულ ღვინის დღეებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

Related posts

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

რედაქტორი

დღეს ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი განახლდება

რედაქტორი

სამეგრელოში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი