აბაშის ჰოკეისთა ვაჟთა და გოგონათა გუნდები საქართველოს ჩემპიონები გახდნენ
აბაშის ჰოკეისთა ვაჟთა და გოგონათა გუნდები საქართველოს ჩემპიონები გახდნენ. 16 წლამდე ჭაბუკებსა და გოგონებს შორის მაისიდან მიმდინარეობდა საქართველოს ჩემპიონატი „ჰოკეი 5-ში“.
დასკვნითი წრე ქუთაისში გაიმართა, აბაშელი ჭაბუკ ჰოკეისტთა გუნდი 4 წრის შედეგის მიხედვით 2023 წლის საქართველოს ჩემპიონი გახდა. ასევე 4 წრის შედეგის მიხედვით 2023 წლის საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს 16 წლამდე ჰოკეისტმა გოგონებმაც.
ჰოკეის გუნდებს აბაშის მუნიციპალიტეტის მერია აფინანსებს.
