ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, მოსახლეობის ნაწილმა, ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტა. აქციის მონაწილეები, მიწის ნაკვეთებზე, რომლებსაც ისინი საძოვრებად იყენებ, სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ტერიტორიას არ დათმობენ, რადგან ეს მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. მოსახლეობა პროტესტის სხვადასხვა ფორმით გამოხატვას აანონსებს.
საძოვრების ტერიტორიაზე მისულ მოსახლეობას მიწის მესაკუთრედ მალხაზ ჩუგოშვილი დახვდა. მალხაზ ჩუგოშვილი, პარლამენტის ყოფილი წევრის თამარ ჩუგოშვილის მამაა. თამარ ჩუგოშვილი საზოგადოებამ ბოლო დროს სალომე ზურაბიშვილის საქმის საკონსტიტუციო სასამართლო სხდომებიდან დაამახსოვრა, ის პრცესზე ზურაბიშვილის ინტერესებს იცავდა.
მალხაზ ჩუგოშვილს ადგილობრივებმა ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.
თავის მხრივ, ჩუგოშვილი განმარტავს, რომ მან 600 ჰექტარი მიწა წლების წინ შეიძინა და ამ დრომდე არ გამოუყენებია. მისი თქმით, კერძო საკუთრებაზე გარკვეული ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს, მათ შორის უცხოურ კომპანიებთან თანამშრომლობით.
ამ მიწის საქმეში ჩუგოშვილამდე ძმებ კოდუების დედა ლაურა ღაჭავა და მამუკა ხაზარაძე ფიგურირებდნენ. არსებული მიწა წინა ხელიაუფლების დროს გასხვისდა. მალხაზ ჩუგოშვილი თბს ფონდში ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობდა, ის რამდენიმე კომპანიაში წილებს ფლობს,
