STV
ახალი ამბები კულტურა რეგიონი

დღეს აბაშობა აღინიშნება

დღეს აბაშობა აღინიშნება, ღონისძიების ორგანიზატორი მუნიციპალიტეტის მერიაა. საორგანიზაციო ჯგუფის წევრებმა STV.GE-ს განუცხადეს, რომ წელს აბაშობა განსაკუთრებულად საინტერესო და დატვირთული იქნება.

გთავაზობთ აბაშობა 2023-ის პროგრამას:

14:00 საქართველოს ეროვნულ გმირთა – ქვეყნის პირველი ეროვნული პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიასა და მისი უახლოესი თანამებრძოლის, მერაბ კოსტავას სახელობის პარკი

„საპატიო აბაშელის“ წოდებებით, კონსტანტინე გამსახურდიასა და აკაკი ხოშტარიას სახელობითი მედლებით დაჯილდოების ცერემონია

მუსიკალური წარმოდგენა

ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა

15:00 კლასიკური მუსიკის კონცერტი ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმებიანი კვარტეტისა და აბაშის ხელოვნების სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით

15:30 აბაშელ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა

ფოტოგამოფენა „აბაშური ოდები“

,,მე პატარა აბაშელი“-საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა საშემოდგომო პერფორმანსი

ქუთაისის ნიღბების თეატრის გმირების საზეიმო მსვლელობა, სპექტაკლი

საბავშვო გასართობი ატრაქციონები

16:30 კონცერტი, ადგილობრივი შემსრულებელები და ქორეოგრაფიული ანსამბლები.
ხალხური სიმღერისა და საკრავების ანსამბლი ,,ჯარგვალი“, აბაშის სალოტბარო სკოლის აღსაზრდელები

17:00 თემ-სოფლების საექსპოზიციო კუთხეების დათვალიერება, მეგრული კერძების დაგემოვნება


18:00 კონცერტი – გიგა ჯალაღონია და ბენდი

19:20 ფოიერვერკი

ღონისძიების წამყვანი-ნიკოლოზ წულუკიძე

Related posts

ირაკლი ღარიბაშვილი: ახალი, მსოფლიო კლასის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის დაწყება გვინდა, სადაც ჩინურ საავიაციო კომპანიებს შეიძლება ჰქონდეთ ტერმინალები და სხვა შესაძლებლობები

რედაქტორი

წალენჯიხაში, კომპანია SOCAR მოსახლეობის ქსელში ჩართვის სამუშაოებს დაიწყებს

რედაქტორი

ანაკლიის ბანაკში შსს-ის წარმომადგენლებმა კამპანიის „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში შეხვედრა გამართეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი