STV
ახალი ამბები ექსკლუზივი პოლიტიკა რეგიონი

ვინ წავიდა და ვინ მიდის სამეგრელოში „ენმ“-დან ▶ რა გამოჩნდა ნიკა მელიას შეკრებაზე ზუგდიდში

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული დაპირისპირება, ცენტრთან ერთად რეგიონებშიც მწიფდება. ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარედ არჩევით უკმაყოფილო აქტივისტები ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას ფლანგში აღმოჩნდნენ. ნიკა მელიამ საკუთარ აქტივთან შეხვედრა ზუგდიდში გუშინ გამართა. მის გვერდით საკრებულოს წევრები და ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ლიდერების ნაწილი აღმოჩნდნენ. ზოგიერთი მათგანის პოზიციების შესახებ ჩვენ ადრეც ვწერდით.

ნიკა მელიას გვერდით აღმოჩნდნენ და მის ახალ მოძრაობაში იქნებიან: ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები და „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერები თეიმურაზ ბასილაია და  კახაბერ ჩანგელია, ასევე ზუგდიდის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე მაია კალანდია, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ მამფორია, ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მაია გაწერელია, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ბესიკ გაბუნია, საკრებულოს ეკონომიკის, ურბანული განვითარების და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი სორდია, „ნაციონალური მოძრაობისა“ და საკრებულოს წევრები დარეჯან გაბედავა და ხათუნა შამუგია. მელიას შეკრებაზე ასევე იმყოფებოდა ზუგდიდის ყოფილი გამგებელი და ტელეკომპანია „ოდიშის“ მფლობელი ალექსანდრე ქობალია. ქობალია ტელევიზიასთან ერთად რადიო „ოდიში პლიუსს“ და საინფორმაციო სააგენტო „ოდიშინიუსს“ ფლობს, მისი მხარდაჭერა მელიას ფრთისათვის მნიშვნელოვანი იქნება. ქობალიას მუდმივად დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ზაზა გოროზიასთან, რომელიც ბოლო პერიოდში „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული კოორდინატორი იყო. როგორც ჩვენი ინფორმაციის წყარო, ნაციონალური მოძრაობიდან წამოსული ერთ-ერთი ადგილობრივი ლიდერი გვიყვება ქობალიას მელიასთან გადასვლის მიზეზი ზაზა გოროზიასთან და ანა წითლიძესთან შეუთავსებლობა გახდა.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ წალენჯიხის საკრებულოს პირველი მოადგილე და „ნაციონალური მოძრაობის“ წალენჯიხის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ავთანდილ  გაბელაია, ხობის საკრებულოს წევრი და ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე ია ჯიშკარიანი, ასევე ფოთის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარია.

Related posts

გახარია: არსებობს შანსი, რომ სასწავლო პროცესი ვერ გაგრძელდეს

რედაქტორი

სენაკში, კიდევ ერთი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა

რედაქტორი

ირაკლი ჩიქოვანი მიხეილ სააკაშვილზე: მართლაც ტრაგიკომიკურია უკვე ეს ადამიანი

რედაქტორი

დატოვე კომენტარი