STV
ახალი ამბები პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: „გორბის“ კვლევა ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის გაცემამდე ჩატარდა, დღეს რომ ჩავატაროთ არჩევნები, ეს მაჩვენებელი 60-მდე ადის – დიდი უმრავლესობით მოვალთ 2024 წელს

„გორბის“ კვლევა, სადაც 55 პროცენტი გვაქვს, კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის გაცემამდე ჩატარდა. დღეს რომ ჩავატაროთ, ეს მაჩვენებელი 60-მდე ადის. დიდი უმრავლესობით მოვალთ 2024 წელს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია „გაკოტრებულია“ და „ერთმანეთის მხილება დაიწყეს გადარჩენისთვის“.

„კანდიდატის სტატუსის მონიჭებამ ცელი გამოუსვა ოპოზიციას. ქართველებს გვესმის, ეს რასაც ნიშნავს – გაკოტრებულები არიან. იმ დონეზე დაეცნენ, ერთმანეთს აბრალებენ, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ ისინი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ელაპარაკებიან ევროპელ პარტნიორებს. ჩაშვება, არასწორი ინფორმაციის გადაცემა… სალომე სამადაშვილი რომ გყავს, ხელმოცარული დიპლომატი, ამას აკეთებს. ახლა დაიწყეს ერთმანეთის მხილება გადარჩენისთვის.

ეს კვლევა, რაც ჩატარდა, სადაც 55 პროცენტი აქვს მმართველ პარტიას, რომ იცოდეთ, ჩატარდა კანდიდატის სტატუსის მონიჭებამდე. ახლა წარმოგიდგენიათ, დღეს რომ ჩაატარო, სადაც იცით, რომ „ქართული ოცნების“ რეფორმებმა შედეგები მოგვცა, 60- მდე ადის. დიდი უმრავლესობით მოვალთ 2024 წლის არჩევნებზე და არანაირი კოალიცია არ იქნება. ამის საფუძველი არ არის, თუმცა, ამას წყვეტს საზოგადოება“, – აღნიშნა ზარქუამ.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით GORBI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. შეკითხვაზე, „დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე გამოიყურება:

  • „ქართული ოცნება“ 55%
  • „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ 20%
  • „გირჩი მეტი თავისუფლება“ და „დროა“ 4%
  • „ლელო“ 4%
  • „ევროპული საქართველო“ 3%
  • „საქართველოსთვის“ 3%
  • „პატრიოტთა ალიანსი“ 2%
  • „ლეიბორისტული პარტია“ 2%
  • „მოქალაქეები“ 1%
  • „გირჩი“ 1%
  • სხვა 5%

საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა GORBI-მ 30 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით, ანუ, კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის დადებით რეკომენდაციამდე, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 2024 სრულწლოვანი რესპონდენტი გამოკითხა. საველე სამუშაოები შემთხვევითი შერჩევის წესით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. ცდომილების ზღვარი +/- 2.2 %-ია.

Related posts

დასაფინანსებელი პროექტები სენაკის მუნიციპალიტეტის 12 ადმინისტრაციულ ერთეულში შერჩეულია

რედაქტორი

ზურაბიშვილის განცხადებით, მის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიაში რუსეთის ხელი ურევია

რედაქტორი

6 თვეში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალმა 1.8 მილიარდი დოლარი შეადგინა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი