STV
ახალი ამბები რეგიონი

ზუგდიდის მერმა, მამუკა წოწერიამ მუნიციპალიტეტში გაწეული საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში წარადგინა

ზუგდიდის მერმა, მამუკა წოწერიამ ზონალურ ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან ანგარიშის წარდგენა დაასრულა. 

მერის ანგარიშის მიხედვით, 2022-2023 წლებში ზუგდიდში 150-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რომლის საერთო ღირებულება 130 000 000 ლარამდეა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის 5 მილიონ ლარამდე გამოიყო. როგორც მამუკა წოწერიამ აღნიშნა, ცაიშის ამბულატორიას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამასთან, ,,საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი“ ზუგდიდში 5 ახალ ამბულატორიას აშენებს, სამი კი რეაბილიტირდება.

მერმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელობაზე და მიმდინარეობაზეც ისაუბრა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 48 ადმინისტრაციულ ერთეულს ჯამში გამოეყო 1 026 272 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან აღნიშნული პროექტების თანადაფინანსებისათვის გამოიყოფა 383 193 ლარი. სამუშაოებია აქტიურად მიმდინარეობს.

მერის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში სოციალური პროგრამებით ისარგებლა 5 669 ბენეფიციარმა, რაზეც გაიხარჯა 2 863 000 ლარი, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით ისარგებლა 4 657 მოქალაქემ, რომელთაც საერთო ჯამში დაუფინანსდათ 1 617 772 ლარის ღირებულების სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება.

Related posts

ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაცია 30-ამდე წევრმა დატოვა

სენაკში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონი აშენდება

რედაქტორი

აბაშაში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება აქტიურად მიმდინარეობს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი