STV
ახალი ამბები პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ ირაკლი ჩიქოვანი აირჩიეს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი აირჩის. ჩიქოვანთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ ასევე აირჩიეს გიორგი კახიანი.

ორივე დეპუტატის არჩევას 84-84-მა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

ირაკლი ჩიქოვანის და გიორგი კახიანის კანდიდატურები ვიცე-სპიკერის პოსტზე საპარლამენტო უმრავლესობამ წარადგინა.

მეათე მოწვევის პარლამენტში უმრავლესობის წარდგენით არჩეული ვიცე-სპიკერები არიან: არჩილ თალაკვაძეირაკლი ჩიქოვანი და გიორგი კახიანი. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობას გიორგი ვოლსკი იკავებს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით არის არჩეული.

ოპოზიციის კვოტით პარლამენტის ვიცე-სპიკერის მოადგილის თანამდებობას ავთანდილ ენუქიძე იკავებს.

Related posts

ანგელა მერკელი ოკუპაციაზე – ეს არის უსამართლობა, რაც ხდება

რედაქტორი

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

რედაქტორი

ზუგდიდში, სოფელ ნარაზენში ახალი ამბულატორია გაიხსნა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი