STV
ახალი ამბები პოლიტიკა რეგიონი

ავსტრიის პარლამენტის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტი სახელმწიფო რწმუნებულს და ზუგდიდის მერს შეხვდა

ზუგდიდს ავსტრიის საპარლამენტო დელეგაცია მეორე დღეა სტუმრობს. დელეგაციას ავსტრიის პარლამენტის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტი კლაუდია არპა ხელმძღვანელობს.

ავსტრიის დელეგაციასთან სასტუმრო “ლეთო”-ში სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, მოადგილეებთან ერთად და ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო გეგმებზე და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

ასევე, საქართველოსთვის ავსტრიის სახელმწიფოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ავსტრიის სახელმწიფოს მადლობა გადაუხადეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა ისაუბრეს საგანმანათლებლო მიმართულებით არსებულ პროგრამებზე. მათ შორის სასკოლო და საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სამეგრელო-ზემო სვანეთისა და ტიროლის ფედერალურ მიწასათან თანამშრომლობის საკითხებს. ავსტრიის ტიროლის ფედერალურ მიწას და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2021 წლის ოქტომბერში გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ და ტიროლის ფედერალური მიწის გუბერნატორმა გიუნტერ პლატერმა მოაწერეს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს მხარეების შორის ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურის, განათლების, სპორტის, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროებს შორის თანამშრომლობას. ასევე გამოცდილების გაზიარებას. ერთობლივი ფორუმებისა და სამეწარმეო გამოფენა-ბაზრობების გამართვას, მეწარმეთა შეხვედრებს და ერთობლივი პროექტების შემუშავებას.

ავსტრიის დელეგაციის წევრები 15 ნოემბერს ,,ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის საერთაშორისო პრემია 2023 ჟურნალისტებისთვის“, რიგით მეხუთე დაჯილდოების ცერემონიას დაესწრნენ.

დელეგაციასთან ერთად, ზუგდიდში ავსტრიის ელჩი საქართველოში თომას მიულმანი იმყოფება.

Related posts

ზუგდიდის მერის სტიპენდიას 19 წარჩინებული სტუდენტი მიიღებს

რედაქტორი

ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი 22 აგვისტოს დაიწყება

რედაქტორი

ზუგდიდში, ნიკოლაძის ქუჩაზე 180 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი აშენდება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი