STV
ახალი ამბები რეგიონი

სვანეთის გზის ცალკეულ მონაკვეთებზე გადაადგილების შეზღუდვები დაწესდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, კმ140-185 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო  დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.  

საავტომობილო გზის კმ30-კმ140(ჯვარი-მესტია) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

Related posts

რუხის კლინიკაში სოფელ ლენჯერიდან კორონავირუსით ინფიცირებული 10 წლის ბავშვი მოათავსეს

რედაქტორი

ქალაქ ფოთში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების და საახალწლო საჩუქრების გაცემა დაიწყო

რედაქტორი

ორშაბათიდან კიდევ 4 შეზღუდვა მოიხსნება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი