STV
ახალი ამბები რეგიონი

სენაკში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 31 პროექტი განხორციელდა

2021 – 2023 წლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის 15 ადმინისტრაციულ ერთეულში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით, 146 პროექტი განხორციელდა, რომელთა ღირებულებამ 2 270 709 ლარი შეადგინა.

2023 წელს – ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 31 პროექტი განხორციელდა, რისთვისაც, სახელმწიფოსგან – 738 000 ლარი და თანადაფინანსებით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან – 21 200 ლარი გამოიყო;

პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის სასურველი პროექტების განხორციელებას 759 200 ლარი მოხმარდა.

შესრულებულ სამუშაოებს, მუნიციპალიტეტის 15-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

2022 წელს – ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის 15 ადმინისტრაციულ ერთეულში, 53 პროექტი განხორციელდა; ღირებულებით – 773 509 ლარი.

2021 წელს – 62 პროექტი, ღირებულებით – 738 000 ლარი.

Related posts

სამეგრელოს გუბერნატორი მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის შედეგებს განიხილავს

რედაქტორი

GORBI: ზურაბიშვილი 35%, ირაკლი ღარიბაშვილი 61%, კახა კალაძე 63% – როგორ აფასებენ გამოკითხულები შესრულებულ საქმიანობას

რედაქტორი

ანაკლიაში „მომავლის ბანაკი” საზეიმო ვითარებაში გაიხსნა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი