STV
ახალი ამბები რეგიონი

ჩხოროწყუში მერიის მხარდაჭერით სახელოვნებო სკოლა გაიხსნა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, კულტურისა და მოსწავლე – ახალგაზრდობის ცენტრში, მერიის მხარდაჭერით  სახელოვნებო სკოლა გაიხსნა.

სკოლაში  მოსწავლეები ხატვას, ფერწერას, ჭედურ ხელოვნებას, ხატწერას ტიხრულ მინანქარსა და ოქრომჭედლობას შეისწავლიან.

სახელოვნებო  სკოლის პედაგოგები,  ხელოვანები  – შალვა გერაძე  და ალიკა წურწუმია იქნებიან. სკოლაში შესარჩევი კონკურსის შედეგად მიღებული საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეები ჩაირიცხნენ. 

 სახელოვნები სკოლის გახსნას    მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის მოადგილე ვალერი თოდუა  და მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ათინა წურწუმია ესწრებოდნენ.

სკოლაში ხელოვნების სხვადასხვა დარგს 13-18 წლამდე მოსწავლეები  დაეუფლებიან.

Related posts

ალექსანდრე მოწერელია სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან დისტანციურ შეხვედრებს მართავს

რედაქტორი

სოფელ ხაბუმეში, ეწერის უბანში მიმდინარე გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს

რედაქტორი

ლუდუკ ხასიამ სენაკში ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი