STV
ახალი ამბები რეგიონი

სენაკის მერი სისხლის უანგარო დონაციის აქციაში ჩაერთო

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სისხლის ბანკის ინიციატივითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მერიის საკონფერენციო დარბაზში, სისხლის უანგარო დონაციის აქცია – ,,გაიღე სისხლი, აჩუქე ბავშვებს სიცოცხლე!“ – გაიმართა.

მოზარდების სიცოცხლის გადასარჩენად, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, მერის პირველმა მოადგილემ, ბადრი ქუთელიამ, მერის მოადგილემ, ნანა ზარანდიამ, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, რამაზ კუპრეიშვილმა, მუნიციპალიტეტის მერიის, მერიას დაქვემდებარებული სტრუქტურების თანამშრომლებმა, სისხლი დღესაც უანგაროდ გაიღეს.

საქართველოში, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო ერთადერთია, სადაც ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს მკურნალობენ. დონაციის მსგავს კამპანიაში მონაწილეობის მზადყოფნის სურვილს კი – სენაკის მუნიციპალიტეტის მერია მუდმივად გამოთქვამს.

Related posts

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

რედაქტორი

ფოთის მერიამ ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

რედაქტორი

ალექსანდრე მოწერელია სენაკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი