STV
ახალი ამბები რეგიონი

ზუგდიდის მერია ქვეყნის ფარგლებს გარეთ სასწავლებელში ჩარიცხული სტუდენტების ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებს

ზუგდიდის მერია ერთადერთი მუნიციპალიტეტია ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ სასწავლებელში ჩარიცხული სტუდენტების ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებს. 

პროგრამა  ბავშვებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში ხორციელდება. 

დღეს გამართულ კომისიაზე,  აღნიშნული პროგრამით ფინანსური მხარდაჭერა გაეწია:

ელენე ჩიქოვანს,  რომელიც გერმანიის ქალაქ ვიურცბურგის მუსიკის უმაღლესი სასწავლებლის ექვსწლიანი პროგრამის  სტუდენტია.

ელენე პიანისტია. ის  სწავლობდა ზუგდიდის N2 სამუსიკო სკოლაში, 2021 წელს კი წარმატებით დაასრულა თბილისის ზაქარია ფალიაშვილი სახელობის ნიჭიერთა ათწლედი. ელენე, არაერთი კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატია,  როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. 

გერმანიის ფრიდრიხ-ალექსანდრეს უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტს ია კოდუას. 

ვარშავის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ორწლიანი სამაგისტრო პროგრამის სტუდენტს დავით ქირიას.

კონსტანტინე ხარჩილავას, რომელიც პარიზის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია. 

მეგი დარასელია –   ვენის უნივერსიტეტის პუბლიცისტიკა და საკომუნიკაციო მეცნიერების პროგრამის სტუდენტი.

მარიამ ფიფია – ლიეტუვას, ვილნიუსის მიკოლას რომერის უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტი.

მარიამ რაფავას, რომელიც  ესპანეთის ქალაქ ვალენსის ევროპული უნივერსიტეტის არქიტექტურის, დიზაინისა და ინოვაციის ფაკულტეტის სტუდენტია.  

გერმანიის ფრაიბურგის ალბერტ ლუდვიგის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტს, კესო ნაჭყებიას. 

ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და მეცნიერული სკოლის ეკონომიკის მაგისტრატურის პროგრამის პირველ კურსის სტუდენტს კონსტანტინე ჯალაღონიას.

ქვეყნის ფარგლებს გარეთ სასწავლებელში ჩარიცხული სტუდენტების ფინანსურ მხარდაჭერით  მიმდინარე წელს 44- მა სტუდენტმა ისარგებლა.

ბავშვებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით გათვალისწინებულია: 

ახალგაზრდების (სტუდენტების) ფინანსური ხელშეწყობა – მერის სტიპენდია; 

ქვეყნის ფარგლებს გარეთ სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერა; 

არაფორმალური განათლებისა და პროფესიული შესაძლებლობების განვითარების ფინანსური ხელშეწყობა; 

საბუნებისმეტყველო, ტექნიკურ, ჰუმანიტარულ და ტექნოლოგიურ სფეროებში განსაკუთრებული შესაძლებლობების და მიღწევების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემა. 

Related posts

საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ეწვევა

რედაქტორი

დღეიდან სარეკლამო შეტყობინებები წინასწარი თანხმობის გარეშე აღარ გაიგზავნება

„ახალგაზრდების იდეა ფოთს“ – გამარჯვებულების დაჯილდეობა გაიმართა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი