განახლებული სპორტკომპლექსი „ბაია“, მომხმარებელს განსაკუთრებულ სიახლეებს სთავაზობს. კომპანია მომხმარებელს ყოველთვიურ აქციებს შესთავაზებს, დეკემბრის თვის შეთავაზება კი 1+1 აქციაა, რომელიც გულისხმობს ნებისმიერი პაკეტის შეძენის შემთხვევაში მეორე იგივე პაკეტის საჩუქრად გადაცემას. „ბაიაში“ მიმდინარე სიახლეზე ინფორმაცია stv.ge-ს პორტკომპლექსის პიარ მენეჯერმა ნინო ფიფიამ მიაწოდა.
„ჩვენ მრავალი მიმართულებით, გვაქვს სიახლე და ამაზე თქვენთანაც ვრცლად ვისაუბრეთ. ამჯერად ყურადღებას გავამახვილებ მართლაც, რომ გრანდიოზულ, წინასაახალწლო 1+1 სააქციო შეთავაზებაზე. რას გულისხმობს ეს შეთავაზება: მომხმარებელი ჩვენთან ყიდულობს ფიტნენისის, აუზის, ან ორივეს ერთად მომსახურებას, ჩვენ მას საჩუქრად გადავცემთ ზუსტად იგივე მეორე პაკეტს, რომელსაც აჩუქებს, ოჯახის წევრს, მეგობარს, საყვარელ ადამიანს ან ვისაც მოისურვებს. ფაქტიურად გამოდის რომ ერთის ფასად ყიდულობს ორს. მსგავსი შეთავაზება ზუგდიდში ამ სფეროში არავის ქონია, ეს არის ყველაზე მასშტაბური აქცია, წინ ახალი წლის დღეებია და გვინდა ამ საჩუქრებით გავახაროთ მოქალქეები, გაუკეთონ მათთვის ძვირფას ადამიანებს სიურპრიზი, რომელიც ჯანსაღ ცხოვრებასთან იქნება დაკავშირებული“ – განაცხადა ნინო ფიფიამ.
შეგახსნებთ, რომ სპორტკომპლექსმა ბაიამ ახალი ეტაპი დაიწყო, კომპანიამ რებრენდინგი უკვე განახორციელა. განახლებული „ბაია“ მომხმარებელს ბევრ სიურპრიზს და სიახლეს ჰპირდება. დაგეგმილია კორპორატიული მიმართულებით შეთავაზებებიც.
