STV
არჩევნები 2024 ახალი ამბები დღის ამბები

ცესკოს სხდომაზე გიორგი კალანდარიშვილსა და მის ოპოზიციონერ მოადგილე გიორგი სიორიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილსა და მის ოპოზიციონერ მოადგილე, გიორგი სიორიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

უფრო კონკრეტულად, შელაპარაკება მოჰყვა სიორიძის განცხადებას, რომ ცესკო-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი თავმჯდომარის პიარ კამპანიას ემსახურება. სიორიძის თქმით, ცესკო ოფიციალურ განცხადებებში მასზე ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, რაზეც კალანდარიშვილმა უთხრა, რომ ეს ცილისწამებაა.

„სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ძირითადად თქვენს პირად პიარ სამსახურის ფუნქციას ასრულებს და ბარემ ჩაგვეწერა, რომ ის გიორგი კალანდარიშვილის იმიჯის გამოსწორებისთვის ან მისი იმიჯის შექმნისთვისაა“,- მიმართა სიორიძემ კალანდარიშვილს.

ცესკო-ს თავმჯდომარემ კი მისი მისამართით განაცხადა, რომ კომისიაში არსებული ფუნქციები ვერ გაურკვევია.

„გამოსასწორებელი ვის რა აქვს? რას ნიშნავს ეს? მგონი, თქვენ დღემდე ფუნქციები ვერ გაგირკვევიათ, რას აკეთებს სპიკერი, რას აკეთებს სტრატკომი“,- მიმართა კალანდარიშვილმა სიორიძეს.

მსგავსი სიახლეები

ხობში „ევროპის სპორტის კვირეულის“ ფარგლებში გამარჯვებულები დააჯილდოვდნენ

რედაქტორი

მარტვილში  №2  საჯარო სკოლა გაიხსნა

რედაქტორი

ალექსანდრე წულაძე: განათლება ქვეყნის მომავალს ქმნის და მე მჯერა, რომ ჩვენი თავდადებით, შრომით, პასუხისმგებლობითა და სწორი სვლით შევძლებთ უზრუნველვყოთ საქართველოს უკეთესი მომავალი

რედაქტორი