STV
ყვითელი ამბები

Tamada-ს პრესტიჟული გერმანული პროექტი Colors მსოფლიოს აცნობს

ქართველი მუსიკოსის, ლაშა ჩხაპელიას, წარმატებული პროექტი Tamada პრესტიჟული გერმანული პლატფორმის ფოკუსში აღმოჩნდა. პროექტი ColorsxStudios მიზნად ისახავს სხვადასხვა ქვეყნის გამორჩეული მუსიკოსების მსოფლიოსთვის გაცნობას. ამ მიზნით, ის საკუთარ იუთუბ არხზე, რომელსაც 7 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, შემსრულებლების ექსკლუზიურ ცოცხალ ჩანაწერებს ტვირთავს, პარალელურად კი, ვებგვერდისთვის ვრცელ ინტერვიუს წერს მათთან. სხვადასხვა დროს პროექტმა უმასპინძლა ისეთ ცნობილ მუსიკოსებს, როგორებიც არიან ბილი აილიში და Doja Cat. ახლა კი ქართველი Tamada-ის ჯერიც დადგა.

ხალხური მელოდიებისა და ალტერნატიული მუსიკის ნაზავით ცნობილმა Tamada-მ Colors-ისთვის თავისი ახალი ალბომიდან ორი სიმღერა შეასრულა. პირველი ტრეკი, დაო, უკვე აიტვირთა პროექტის იუთუბ არხზე.

“ეს სარკასტული სასიყვარულო სიმღერაა”, — აღნიშნავს Tamada Colors-ისთვის მიცემულ ინტერვიუში  — “ისეთ სიყვარულზეა, ვიღაც დედმამიშვილად რომ უფრო გიყურებს, ვიდრე შეყვარებულად. სიმღერის სახელს ორმაგი მნიშვნელობა აქვს: ის, ერთი მხრივ, ‘დას’ ნიშნავს, მეორე მხრივ კი, ალუზიაა დაოსისტურ ჰარმონიის ფილოსოფიაზე. ეს სიმღერა სიყვარულს იუმორით უფრო უდგება”.

მსგავსი სიახლეები

გაიცანით ქართველი ვინც ცნობილ თურქ ვარსკვლავებთან ერთად რეიტინგულ სერიალებში მონაწილეობს

რედაქტორი

დაპირების თანახმად ანა წითლიძე მამუკა მდინარაძეს უნდა ჩაეხუტოს

რედაქტორი

“დისკრიმინაციული ენის” გამო, მერი პოპინსზე ასაკობრივი შეზღუდვა გაიზარდა

რედაქტორი