STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები

ზუგდიდში ყულიშკარი-ოფაჩხაფუ-ახალსოფლის გზა შენდება

საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს, პროცესს სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან ერთად სოფელ ყულიშკარში გაეცნო.

ახალი 6 კილომეტრიანი გზა სოფელ ყულიშკარს ახალსოფელთან და ოფაჩხაფუსთან დააკავშირებს. არსებულ მონაკვეთზე ასფალტირებული გზა არასდროს ყოფილა, გრუნტის გზა კი ავარიული იყო და გადაადგილების დროს მოსახლეობას პრობლემას უქმნიდა.

ახალი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია და ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები გაეცნენ.

მსგავსი სიახლეები

ვინ გაიფიცა სამეგრელოში

რედაქტორი

„პარი სენ-ჟერმენში“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი გადაწყდა

რედაქტორი

დღეს საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაცია ეწვევა

რედაქტორი