STV
დღის ამბები წარმატების ისტორია

ზუგდიდელი მარიამ გულორდავა მსოფლიოში უდიდეს გაეროს მოდელირების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

ზუგდიდელი მარიამ გულორდავა ნიუ-იორკში (აშშ) საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმსა და მსოფლიოში უდიდესი გაეროს მოდელირების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

ზუგდიდის მერია მარიამს მხარს დაუჭერს, ეს გადაწყვეტილება მერიის „ბავშვებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, კომისიის სხდომაზე მიიღეს. კომისიის გადაწყვეტილებით, მერია მარიამ გულორდავას ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს. მარიამი აშშ-ში “Change the World Academy”-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმისა და მსოფლიოში უდიდესი გაეროს მოდელირების კონფერენციაზე აპრილში გაემგზავრება.

 მარიამ გულორდავა ზუგდიდის N4 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლეა. ის  არაერთი  კონკურსის გამარჯვებული და ,,Change The World Academy “-ს მიერ ორგანიზებული საერთაშორისო პროექტის მონაწილეა. ის ასევე ზუგდიდის ბიბლიოთეკის წიგნისმოყვარულთა საზოგადოება B612-ის ლიდერია.

 2023 წელს , მარიამი ,,დიპლომატთა ასოციაციის” ორგანიზებით სინგაპურში გამართულ მსოფლიოში უდიდეს ახალგაზრდულ ფორუმს დაესწრო. მას ასევე ბავშვებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გაეწია ფინანსური მხარდაჭერა.

მსგავსი სიახლეები

ზუგდიდში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნა

რედაქტორი

აბაშაში კონსტანტინე გამსახურდიას დაბადებიდან 134 წელი აღნიშნეს

რედაქტორი

დღეს ევროვიზიაზე ზუგდიდელი მარიამ შენგელია იმღერებს

რედაქტორი