STV
არჩევნები-2018

Gallup International: სალომე ზურაბიშვილი 58%, გრიგოლ ვაშაძე 42%

ტელეკომპანია “იმედის” დაკვეთით GALLUP INTERNATIONAL-მა პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის ეგზიტპოლი ჩაატარა.

შედეგები ასე გადანაწილდა:

სალომე ზურაბიშვილი – 58%

გრიგოლ ვაშაძე – 42%

ეგზიტპოლის შედეგებში შესაძლო ცდომილება 2%-ია. მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 10204 რესპოდენტი. მონაცემები ეყრდნობა 18:00 საათის ჩათვლით მიღებულ პასუხებს, ეგზიტპოლის საბოლოო შედეგები 22:00 საათზე გახდება ცნობილი.

კვლევის საველე სამუშაოები ACT-მა ჩაატარა. გამოკითხვა 08:00 საათიდან 20:00-მდე მიმდინარეობდა. გამოკითხვის მეთოდი – თვით ადმინისტრირებადი, 100%-ით შემთხვევითი შერჩევით, ფურცელზე დაფუძნებული გამოკითხვა.

გამოკითხვაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება ასეთი იყო:

1. ვის მიეცით ხმა დღეს? ა) 5. გრიგოლ ვაშაძე ბ) 48. სალომე ზურაბიშვილი.

2. ვის მიეცით ხმა პირველ ტურში? ა) გრიგოლ ვაშაძე, ბ) სალომე ზურაბიშვილი, გ) დავით ბაქრაძე, დ) სხვა კანდიდატი, ე) არ ვყოფილვარ არჩევნებზე.

(გამოკითხვის დამკვეთი – შპს ტელეიმედი, იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, დიდუბის რაიონი, წერეთლის გამზ., №140, დაკვეთა ფასიანია).

დღეს საქართველოს მოსახლეობამ 5-ის ნაცვლად 6 წლით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩია ქვეყნის პრეზიდენტი.

პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 37,74%.

მსგავსი სიახლეები

საკრებულო დღეს   გიორგი შენგელიას უფლებამოსილების ცნობის საკითხს განიხილავს

რედაქტორი

პერ ეკლუნდი – ნამდვილად ვერ ვხედავთ მიზეზს, რომ ეჭვის ქვეშ დავაყენოთ არჩევნების შედეგები

რედაქტორი

ზუგდიდში გამარჯვებას ზეიმობენ [Live]

რედაქტორი

დატოვე კომენტარი