STV
ამბები სვანეთიდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები

მესტიის მერი: ძალიან მრავალფეროვანი აქტიური ზამთრის სეზონი გვქონდა

მესტიის მერი ზამთრის სეზონს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ წელს სვანეთს მრავალფეროვანი, წარმატებული  სეზონი ჰქონდა:

„ძალიან აქტიური სეზონი გვქონდა,  გაგვიმრაფალფეროვნდა ჩვენ ზამთრის სეზონი, გვქონდა გემო ფესტი, ძალიან მასშტაბური იყო წლევანდელი გემო ფესტი. ასევე გვქონდა ფრირაიდი, რომელიც ახლაც გრძელდება. ფრირაიდის კვირეულის ფრაგლებში 6 წამყვან ქვეყანაში მოვხვდით, რომელიც მასპინძლობდა მსოფლიო ტურს. ჩვენ მოვიპოვეთ ფრირაიდის კვირეულის ჩატარების უფლება, რაშიც ეკონომიკის სამინისტროსა და მთის კურორტების სააგენტოს დიდი დამსახურებაა, ასევე ტურიზმის დეპარტამენტიც ძალიან დაგვიდგა“ – განაცხადა კაპიტონ ჟორჟოლიანმა, მაესტრო რეგიონებში ჩართვის დროს.

მისივე განმარტებით მესტიას ზამთრის სეზონი წელს განსაკუთრებულად მრავალფეროვანი ჰქონდა.

„საქართველო 4 წლის განმავლობაში 6 ქყვეყანასთან ერთად უმასპინძლებს ფრირაიდის მსოფლიო ტურს. უკვე შეიქმნა ახალი დანიშნულების ადგილი და მოხდა ძალიან დიდი რეკლამირება თეთნულდის მთის. გარღვევა მოხდა არამარტო სვანეთისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც. ეს დიდი გარღვევა, დიდი მიღწევაა, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა დაახლოებით 300 მილიონი მაყურებელი ყავს სპორტის ამ სახეობას“ – განაცხადა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

მსგავსი სიახლეები

ვინ გაიფიცა სამეგრელოში

რედაქტორი

„პარი სენ-ჟერმენში“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი გადაწყდა

რედაქტორი

დღეს საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაცია ეწვევა

რედაქტორი