STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები სამართალი

ბალდაში დიდი ოდენობით მრგვალი მორის უკანონო ჭრა-ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდაში დიდი ოდენობით მრგვალი მორის უკანონო ჭრა-ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას დეპარტამენტი ავრცელებს.

„სოფელ ბალდის მკვიდრი გ.წ. სატვირთო ავტომანქანით 22 ერთეული სხვადასხვა სახეობის მრგვალი მორის ტრანსპორტირებას ახდენდა.

მოქალაქე არ დაემორჩილა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მოთხოვნას მანქანის შეჩერების თაობაზე და მორები მანქანიდან გადმოყარა. შესაბამისად, სამართალწარმოება, უფლებამოსილი პირების მიმართ დაუმორჩილებლობის ფაქტზეც დაიწყო.

„უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა მსგავსი შემთხვევის მიმართ, განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება სამართალდამრღვევების მხრიდან დაუმორჩილებლობის ფაქტს ჩვენი მიდგომა იქნება მკაცრი და პრინციპული“, – განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჯღარკავამ.

ავტოსატრასპორტო საშუალება, უკანონო ხე-ტყის დატვირთვის ადგილას განთავსებული 14 ერთეული და ტრანსპორტირების შემდგომ მიტოვებული/გადმოყრილი 22 ერთეული მურყნის (თხმელა), წიფლისა და ნეკერჩხლის დაუფირნიშებელი მრგვალი მორი დაილუქა.

საქმეზე გრძელდება ადმინისტრაციული საქმისწარმოება, გარემოსათვის მიყენებული ზიანის დაანგარიშების შემდგომ, საქმის მასალები გადაიგზავნება შესაბამის უწყებაში.“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში პაციენტებს, მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

რედაქტორი

Google map-ზე საქართველოს 360 გრადუსიან პანორამული გამოსახულებები დაემატება

რედაქტორი

ეროვნული ბანკი: ინფორმაცია, თითქოს Visa და Mastercard-ის საქმიანობის შეზღუდვა იგეგმება, დეზინფორმაციაა

რედაქტორი