ნახევარი მილიონი დოლარი სოციალურ ქსელში დახარჯულ რეკლამებში – ამერიკელი პიარ-კონსულტანტის დავალებით მიმდინარე კამპანიის შესრულება ოპოზიციას სოლიდური თანხა უჯდება, ისევე, როგორც თავად როზნერის მომსახურება. ამნის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.
„გახარჯული ფინანსების ოდენობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია სოციალურ ქსელშივე იძებნება. ამ კამპანიის მიზანი ქვეყანაში ცხოვრების პირობების გაუარესების წარმოჩენაა.
სოციალურ ქსელში, როგორც ჩანს, გიორგი ვაშაძე და მისი ფინანსები ლიდერობენ – „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს სოცმედიაში რეკლამაზე 180 000 დოლარი აქვს გადახდილი. მეორე ადგილზეა „ლელო“, რომელმაც უკვე 100 000 დოლარი გადაიხადა. მესამე ადგილს იკავებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თითქმის 74 000 დოლარის ღირებულების რეკლამირებით. შემდეგ მოდის მამუკა ხაზარაძე 73 800 დოლარით, მას მოჰყვება „სტრატეგია აღმაშენებლის“ გვერდი დახარჯული 40 000 დოლარით. მეექვსე ადგილზეა „ლელოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე – 27 000 დოლარით.
ჯამში რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებს 500 000 დოლარი აქვთ დახარჯული იმის რეკლამირებაში, რომ საზოგადოება დააჯერონ, თუ როგორ უჭირს ქვეყანას.“ აღნიშნულია ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
