წალენჯიხის მერიის საფინანსო სამსახურის თანამშრომლის ირაკლი ეგიას მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
ინციდენტი რამდენიმე დღის წინ, წალენჯიხიას ცენტრში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ეგიას მეგობრებთან ურიერთ შელეპარაკების შედეგად კონფლიქტი მოუვიდა, რომელიც ჯერ სიტყვიერ, შემდეგ კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაპირისპირებას თან ახლდა სროლა.
წალენჯიხის მერიაში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით არ საუბრობენ აცხადებენ, რომ თუ რა მოხდა დეტალები არ იციან. თავად ირაკლი ეგია მედიასთა არ გამოჩენილა. როგორც ცნობილია ინციდენტის მონაწილე პირები არ არიან დაკავებულები. Შსს-ს ცნობით, კი მომხდართან დაკავშირებით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.
