STV
ახალი ამბები დღის ამბები ეკონომიკა მთავარი ამბები

ირაკლი კობახიძე: საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს სამი წლის განმავლობაში ყველა გადასახადი გაუნულდებათ

საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს სამი წლის განმავლობაში ყველა გადასახადი გაუნულდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განაცხადა.

„ინოვაციური ეკოსისტემის შემდგომი გაძლიერებისთვის, ახალი ინიციატივებია მნიშვნელოვანი. მინდა გამოვყო გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სისტემის განვითარებაში. საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს სამი წლის განმავლობაში ყველა გადასახადი გაუნულდებათ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა. შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიცირდება საქართველოს მთავრობის მიერ“, – აღნიშნა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში პაციენტებს, მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

რედაქტორი

Google map-ზე საქართველოს 360 გრადუსიან პანორამული გამოსახულებები დაემატება

რედაქტორი

ეროვნული ბანკი: ინფორმაცია, თითქოს Visa და Mastercard-ის საქმიანობის შეზღუდვა იგეგმება, დეზინფორმაციაა

რედაქტორი