ოკუპირებულ აფხაზეთში მაღალი ძაბვის ხაზის ჩამოვარდნის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა, ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს. შემთხვევის შედეგად შაკაიების საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა.
არსებული ინფორმაციით, ხანძრის ადგილზე იმყოფებაოდა დე-ფაქტო ენერგეტიკის მინისტრი ჯანსუღ ნანბა, რომელიც „თანამდებობაზე“ გასული წლის დეკემბრიდან დაინიშნა, როგორც აფხაზური მედია იუწყება ნანბას ენერგომომარაგებასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე დღემდე კომენტარი არ გაუკეთებია. .
მედია წერს, რომ დე-ფაქტო ეკონომიკის მინისტრის კრისტინა ოზგანის თაოსნობით სრულიად ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით „შეკეთებული“ ექსპერიმენტული ელექტრო გადამცემი ხაზის შედეგები მწვავეა და ის შაკაიების ოჯახმა უკვე „იგემა.“
