STV
ახალი ამბები დღის ამბები ეკონომიკა მთავარი ამბები

ლევან დავითაშვილი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით – დავიწყებთ მიმდინარე წელს, უახლოეს ხანებში

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით პროცესი გეგმაზომიერად მიმდინარეობს:

,,ანაკლიის პორტთან დაკავშირებით პროცესი გეგმაზომიერად მიმდინარეობს როგორც კერძო პარტნიორის შერჩევის, ისე სამშენებლო სამუშაოების პარალელურად დაწყების თაობაზე, იმისთვის, რომ პორტის პროექტი უფრო სწრაფად და ეფექტიანად განხორციელდეს. ეს გეგმა ჯერ კიდევ გასულ წელს გავაცანით საზოგადოებას, ამიტომ აქ არანაირი სიურპრიზი, გაუთვალისწინებელი რამ არ მომხდარა. მივყვებით კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროცედურებს და იმ გეგმას, რომელიც დავსახეთ ჯერ კიდევ პროექტის განხორციელების საწყის ეტაპზე. ამჟამად შევარჩევთ სამშენებლო პარტნიორს, რომელიც დაიწყებს სამშენებლო სამუშაოებს. აქაც არანაირი სიურპრიზი არ არის. დავიწყებთ მიმდინარე წელს, უახლოეს ხანებში. პარალელურად მიმდინარეობს წინადადებების დაზუსტების ეტაპი, კერძო პარტნიორის შერჩევის, რომელიც ფინალურ ეტაპზეა. მაისის ბოლომდე აქვთ კომპანიებს ვადა, რომ წინადადებები წარმოადგინონ. ინტენსიური დიალოგი გვაქვს ორივე პრეტენდენტთან – ბევრი ტექნიკური დეტალი ზუსტდება. ასობით გვერდი დოკუმენტია, რომელიც კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ. პროცესი მიდის ძალიან გეგმაზომიერად”, აცხადებს ლევან დავითაშვილი.

ამავე თემაზე:

მსგავსი სიახლეები

„პარი სენ-ჟერმენში“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი გადაწყდა

რედაქტორი

დღეს საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაცია ეწვევა

რედაქტორი

ირაკლი (დაჩი) ბერაია იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

რედაქტორი