STV
ამბები სვანეთიდან ახალი ამბები ვიდეო ამბები მთავარი ამბები სპორტი

3 წლის განმავლობაში, თეთნულდის მთა ფრირაიდის მსოფლიო ტურს უმასპინძლებს

საქართველო ფრირაიდის მსოფლიო ტურის მასპინძელ 6 ექსკლუზიურ ქვეყანას შორისაა. თეთნულდის მთაზე წელს ფრირაიდის მხოფლიო ტური 1-7 მარტს შედგა და მასში მონაწილეობა მსოფლიოს 54 საუკეთესო ფრირაიდერმა მიიღო. თეთნულდი მომდევნო 3 წლის განმავლობაში, ასპარეზობის უცვლელი ადგილი იქნება. ინფორმაციას მთის ტრასების სააგენტო ავრცელებს.

„ფრირაიდის პირველი შეჯიბრება, Freeride Qualifier, 2022 წლის თებერვალში, თეთნულდზე ჩატარდა. 2023 წლის მარტში კი, Georgia Freeride Series-ს, მეორედ უმასპინძლა სვანეთმა. შედეგად, საქართველო 6 ექსკლუზიურ ქვეყანას შორის არის, რომელთაც ამ ექსტრემალური ასპარეზობის ჩატარების უფლება აქვს. 

„ფრირაიდის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შეჯიბრება გვქონდა, მადლობა საქართველოს” – ასე ეხმაურება ფრირაიდის მსოფლიო ტურის დამფუძნებელი ნიკოლას ჰეილ-ვუდსი მესტიაში მიმდინარე ფრირაიდის ტურს:

„მე, ფრირაიდის მთელ გუნდთან ერთად, ძალიან ბედნიერი ვარ. ფრირაიდის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შეჯიბრება გვქონდა. წარმოუდგენელი შოუ იყო, სპორტსმენების საოცარი დაშვებებითა და ძალიან მაღალი ქულებით. ათლეტების პროფესიონალიზმი წლიდან წლამდე იზრდება. ეს ადგილი ფანტასტიკურია თავისი კლდეებით, გასაოცარი მზეც დაგვემთხვა. მადლობა საქართველოს – გასაოცარი მთები, სასრიალო ტრასები და არაჩვეულებრივი ხალხია, თავისი სტუმართმასპინძლობით. ფრირაიდის მსოფლიო ტურს ასობით მილიონი მაყურებელი ჰყავს, ამ ადამიანებს დღევანდელი შოუს შემდეგ საქართველოში სასრიალოდ ჩამოსვლა მოუნდათ.“ – ამბობს ნიკოლას ჰეილ-ვუდსი.

მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: პრობლემები თქვენს განადგურებულ ოპოზიციაში ეძებეთ. ირაკლი კობახიძე იყო პარტიის თავმჯდომარე, როდესაც მე გავხდი პრემიერ-მინისტრი. ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ჰარმონიული ურთიერთობა

რედაქტორი

პრემიერი: რევაზ სოხაძე ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც იქნება ძალიან წარმატებული ხელმძღვანელი, წინ გვაქვს ძალიან დიდი ამოცანები, მნიშვნელოვანი პროექტები და ამ საქმეს სჭირდება ძლიერი ხელმძღვანელი

რედაქტორი

პრემიერ-მინისტრმა ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი რევაზ სოხაძე სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა

რედაქტორი