STV
ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები მსოფლიო

მედვედევი ტერაქტზე: სიკვდილი, სიკვდილისთვის

სიკვდილი სიკვდილისთვის – ასე ეხმაურება დიმიტრი მედვედევი რუსეთში განვითარებულ ტერაქტს:

,,გულწრფელი სამძიმარი ტერაქტის დროს დაღუპულთა ოჯახებს – გამძლეობა მათ. ტერორისტებს ესმით მხოლოდ საპასუხო ქმედება. არავითარი სასამართლო პროცესი და გამოძიება არაა საჭირო! ძალას ძალის გამოყენებით უნდა დავუპირისპირდეთ, ტერორისტებს სიკვდილით დასჯა და მათ ოჯახებს რეპრესიები – ესაა მსოფლიო გამოცდილება.

თუ დადგინდა, რომ ისინი არიან უკრაინელი ტერორისტები, შეუძლებელია მათთან და მათ იდეოლოგიურ ინსპირატორებთან სხვაგვარად მოქცევა. ყველა მათგანი უნდა მოიძებნოს და უმოწყალოდ განადგურდეს, როგორც ტერორისტები. მათ შორის იმ სახელმწიფოს ოფიციალური პირებიც, რომლებმაც ჩაიდინეს ასეთი სისასტიკე” – აცხადებს დიმიტრი მედვედევი.

მსგავსი სიახლეები

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში პაციენტებს, მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

რედაქტორი

Google map-ზე საქართველოს 360 გრადუსიან პანორამული გამოსახულებები დაემატება

რედაქტორი

ეროვნული ბანკი: ინფორმაცია, თითქოს Visa და Mastercard-ის საქმიანობის შეზღუდვა იგეგმება, დეზინფორმაციაა

რედაქტორი