Მიხეილ Სააკაშილის გათავისუფლების მოთხოვნით, თბილისში, დღეს დაანონსებულ აქციას, სამეგრელოდან უერთდებიან. Მსვლელობა წალენჯიხიდან დაიწყო. “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები და მხარდამჭერები პარტიის ოფისთან შეიკრიბნენ, სადაც ერთობლივი მიმართვა გაავრცელეს.
მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლის სოფო ჯაფარიძის განცხადებით, სააკაშვილის თავისუფლების მოთხოვნას საქართველოს ასობით ათასმა მოქალაქემ უკვე მოაწერა ხელი, რომელსაც პრეზიდენტის რეზიდენციაში დღეს წარადგენენ და მოუწოდებენ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება – გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი.
Წალენჯიხის შემდეგ პარტიის წევრებმა ზუგდიდში გადაინაცვლეს და “ენმ” – ს ადგილობრივი ორგანიზაციის ოფისთან აქცია გამართეს. Პარტიის ლიდერების განცხადებით, დღევანდელ აქციას სამეგრელოს გარდა, სხვა რეგიონებიდანაც უერთდებიან.

