რუბრიკა „ისტორიული ამბები“ ამჯერად წარმოგიდგენთ 124 წლის წინ, 1920 წლის 26 მარტს, გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ ზუგდიდის დადიანების სასახლესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მასალას, სადაც საუბარია სასახლის ჩამორთმევასა და ერობისთვის გადაცემაზე:
,,ზუგდიდის სამაზრო ერობამ, თანახმად სამაზრო ერობის ხმოსანთა ყრილობის დადგენილებისა, შუამდგომლობა აღძრა სამინისტროს წინაშე, რათა მთავრობამ ნება დართოს ერობას – იძულებით ჩამოართვას უძრავი ქონება, მდებარე ქალაქ ზუგდიდში (სახლი ეზოთი) მოქალაქეთ ნიკოლოზ მინგრელსკის და პრინცესა ანტონესა მიურატისას. აღნიშნული მამული (სახლი) ესაჭიროება ერობას კანცელარიისათვის, სკოლის და საავატმყოფოს მოსათავსებლათ და სხვა სამეურნეო დარგების მოსაგვარებლათ. ეზო – კი საცდელ მინდვრების მსოაწყობად.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საერობო განყოფილებამ ამ შუამდგომლობის შესახებ სათანადო მოხსენება წარუდგინა მთავრობას ზუგდიდის ერობის ხმოსანთა საბჭოს დადგენილების დასადასტურებლათ.“ – წერს გაზეთი საქართველოს რესპბლიკა 1920 წლის 68-ე ნომერში