STV
ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები საზოგადოება

ახალი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია

ახალი, ევროპული ტიპის ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია. ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძარსაწინააღმდეგო და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. ვერტმფრენს აქვს 2 ძრავა და გაუმჯობესებულია როგორც აეროდინამიკური, ასევე, ფრენის უსაფრთხოების თვალსაზრისით.

აღნიშნული ტიპის შვეულმფრენები მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადია. სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის მფრინავებმა და ბორტ-ტექნიკოსებმა თეორიული და პრაქტიკული მომზადება გერმანიაში, Airbus Helicopters-ის სასწავლო აკადემიაში გაიარეს.

შსს-ს ცნობით, შემდეგი ორი ბორტის გადმოცემა ქართული მხარისთვის 2024 წლის ივნისამდე იგეგმება.

მსგავსი სიახლეები

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში პაციენტებს, მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

რედაქტორი

Google map-ზე საქართველოს 360 გრადუსიან პანორამული გამოსახულებები დაემატება

რედაქტორი

ეროვნული ბანკი: ინფორმაცია, თითქოს Visa და Mastercard-ის საქმიანობის შეზღუდვა იგეგმება, დეზინფორმაციაა

რედაქტორი