STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები ვიდეო ამბები მთავარი ამბები პოლიტიკა

წალენჯიხის მერის მესამე მოადგილისთვის შტატის დამატება საკრებულომ ჩააგდო – დაპირისპირება ენმ-ში და მხარეთა არგუმენტები

წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ მესამე მოადგილე ისევ ვერ დანიშნა. რამდენიმე თვიანი მცდელობის მიუხედავად, მესამე მოადგილოს თანამდებობა ისევ ვაკანტურია. კანდიდატად მრავალწლიანი პოლიტიკური გამოცდილების მქონე, ენმ-ს წევრი, ზუგდიდის საკრებულოს ყოფილი თავმდომარე ლევან კონჯარიაა წარდგენილი, თუმცა მისი გამოცდილება საკმარისი არგუმენტი არ აღმოჩნდა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე და არც ერთმა საკრებულოს წევრმა მის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა, უფრო მეტიც პარტიებმა კვორუმში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღეს.

პარტიებს თავისი არგუმენტები აქვთ, თუმცა განსხვავებული. მმართველ გუნდში ლევან კონჯარიას პოლიტიკურ წარსულს უსვამენ ხაზს და აცხადებენ რომ ლევან ხაბეიშვილის გუნდი წალენჯიხაში, საარჩევნოდ გაძლიერებას ცდილობს, რადგან მოქმედ მერს ადგილობრივების მხარდაჭერა არ აქვს, განსაკუთრებით, წელს მომხდარი სტიქიების დროს, როცა ხარჩილავამ სტიქიის პირისპირ მარტო დატოვა მოსახლეობა და მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღე არ გამოჩნდა, ასევე მნიშვნელოვანი პროექტების ჩავარდნის შემდეგ მისი  რეიტინგი საკმაოდ დაეცა.

„დღეს კიდევ ერთხელ ვნახეთ, “ნაციონალური მოძრაობის” პარტიული აქტიცისტების დასაქმების მცდელობა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში. დაემტკიცებინათ  მესამე მოადგილის შტატი, თან წალენჯიხელს კი არ ასაქმებენ, არამედ, ხაბეიშილის დავალებით ზუგდიდიდან მოყავთ ახალი კადრი. Რა თქმა უნდა ეს მოახლოებულ არჩევნებზე მიუთითებს ყველაფერი, იმიტომ რომ წალენჯიხაში გაძლიერდეს ხაბეიშვილის გუნდი და ის უფრო არხეინად იყოს წალებჯიხაში და ყავდეს ნდობით აღჭურვილი პირები ადგილზე. Სანამ საკითხი დადგებოდა საკუთარი პარტიის წევრებმა დატოვეს სხდომათა დარბაზი და არ დაუჭირეს მხარი, რაც მიუთითებს შიდა დაპირისპირებაზე და შუაზე გაყოფილ პარტიაზე. თავად ვერ მოახდინეს მობილიზება თავიანთი გუნდის წევრქების”- განაცხადა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ  დათა კუკავამ.

მმართველ გუნდში ეჭვობენ რომ კოალიციაში მყოფი “ენმ” და გახარიას პარტია პოლიტიკური ვაჭრობის შედეგად ვერ შეთანხმდნენ, რის გამოც პარტია” საქარველოსთვის” მესამე მოადგილის დანიშვნას მხარს არ უჭერს. ჩვენს მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული მასალით დგინდებოდა, რომ  მერის მესამე მოადგილეს მხარს გახარიას გუნდი მას შემდეგ დაუჭერად, რაც სანაცვლოდ საკრებულოში მესამე მოადგილედ ასევე გახარიას თანაპარტიელს გელა აბულაძეს აირჩევდნენ, თუმცა ფატის გახმაურების და საეჭვო გარიგების შესახებ stv-ს მიერ გამოქვეყნებული ექსკლუზიური მასალა გახდა მიზეზი საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნის.

„ყველა მუნიციპალიტეტისგან განსხვავებული მუნიციპალიტეტი ვართ. აქ, ისეთი რამ ხდება, რაც არსად არ ხდება.”ნაციონალური მოძრაობა” თავის მიერ დაინიცირებულ საკითხს არ ესწრება. კენჭისყრაზე მონაწილეობას არ ღებულობს და საკითხი ვერ გააქვს დასამტკიცებლად. ერთმანეთში მიდის ვაჭრობა. შიგნით განხეთქილებაა. Მინიმალურ ხმას ვერ აგროვებენ, იმიტომ რომ მესამე შტატი დაუშვან მოადგილის, რომელიც საარჩევნოდ, პარტაქტივის გაძლიერებაზე იქნება ორიენტირებული. მიდის ვაჭრობა შიგნით, ვითომ კოალიციაში მყოფი პარტიებს შორის, მათ შუქნიშანს ვეძახი, რომელიც სამ პარტიას წარმოადგენს. ისინი ვერ ახერხებენ მესამე მოადგილის დანიშვნას”- განაცხადა საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან” დავით ბელქანიამ.

დღევანდელ სხდომაზე, საკმაოდ მწვავე მიმართვა ჰქონდა საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ავთანდილ გაბელიას, რომელიც ამჟამად, ნიკა მელიას მხარდამჭერია. მან წალენჯიხის მოქმედ მერს გია ხარჩილავას, მის პირველ მოადგილეს ვანო ბურდულს და პოტენციურ მესამე მოადგილეს ლევან კონჯარიას „ტურისტები” უწოდა და განაცხადა, რომ წალენჯიხის მერიას ახალი უფუნქციო შტატის გახსნა არ სჭირდება და მესამე „ტურისტის“ დამატება ზედმეტია.

„წალენჯიხა პატარა მუნიციპალიტეტია და არ არის მესამე მოადგილის დანიშვნის საჭიროება. არ დავუჭერ ასეთ უმსაგვსობას მხარს, რადგან წალენჯიხას არ ესაჭიროება მესამე მოადგილე, ყავს ორი და ისინიც მშვენივრად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას. მე ნაციონალური მოძაობის წევრი ვარ და დამფუძნებელიც აქ, თუმცა ასეთი მოძრაობის არა. Ხალხის და მუნიციპალიტეტის ინტერესებში არ ძედის ახალი კადრის დამატება შესაბამისად არ ვუჭერ მხარს”- განაცხადა ავთანდილ გაბელიამ, რომელიც ამჟამად ნიკა მელიას მხარდაჭერად განიხილება.

თუ რატომ არ დაუჭირეს მხარი მესამე მოადგილის დანიშნვას – გახარიას პარტიაში არგუმენტები ვერ დაასახელეს. მათ მიმართ წაყენებულ ბრალდებებზე კითხვამ, ჩვენთან სატელეფონო საუბარში საკრებულოს თავმჯდომარე კორნელი სალია გააბრაზაა და პოზიციის დაფიქსირებაზე უარი განაცხადა.

Მერიაში, აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტში არსებულმა ახალმა გამოწვევებმა მერს, გია ხარჩილავას მიაღებინა გადაწყვეტილება ახალი მოადგილე დაენიშნა. Რაც შეეხება ბრალდებებს უსაფუძვლოს და სასაცილოს უწოდებენ და ამბობენ, რომ პარტიებისგან განსხვავებით წალენჯიხის მერმა ხალხის კეთილდღეობისთვის უკეთ იცის, ვინ, სად და რატომ დანიშნოს. საკრებულოში წარმოდგენილ პარტიებს კი მოუწოდექბექნ პოლიტიკური შეფასეებებისგან თავი შეიკავონ.

„ეს არის მერის გადაწყვეტილება, იქიდან გამომდინარე, რომ გაიზარდა და ძალიან ბევრი სოციალური პროგრამები. დაემატა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოციალურ მიმართულებას, ასევე მოგეხსენებათ, რომ პირველად საქართველოში, მუნიციპალური ეგიდით, ჩვენთან იხსნება აუტიზნის ცენტრი. Ამიტომ არის აუცილებელი, რომ გარკვეეული მიმართულებები გამიჯნულიყო ერთმანეთისგან და უფრო  ეფექტურად მობილურად მართვის მიზნით, მერმა გადაწყვიტა, რომ მნიშვნელოვანი იყო დამატებოდა მესამე მოადგილე. Რაც შეეხება პარტიების არგუმენტაციას, ძალიან სასაცილო არის ის, რომ მერი იძახის გაორმაგებულია ბიუჯეტი და ეს არის ფაქტი და მათემატიკა, დაემატა აუტიზმის ცენტრი და აღმოჩნდა რომ არაფერი დამატებულა და არ გაკეთებულა და იგივე რეჟიმში უნდა გავაგრძელოთ. ჩვენ ვმუშობთ, იმისთვის რომ ხალხმა მიიღოს მაქსიმალური სიკეთე მუნიციპალიტეტის მუშაობიდან და შეუძლებელია პარტიებმა განუსაზღვრონ მერს რამდენი მოადგილე სჭირდება მას. Პარტიები არ ახორციელბენ აღმასრულებელ ხელისყფლებას მერი აკეთებს საქმეს და მერმა ბევრად კარგად იცის, რამდენი მოადგილე სჭირდება”- განაცხადა მერის პირველმა მოადგილემ ვანო ბურდულმა.

წალენჯიხის საკრებულოში ნაციონალურ მოძრაობას სხვა პარტიების მსგავსად უმრავლესობა არ გააჩნია.  Პარტია 11 მანდატითაა წარმოდგენილი, რაც კვორუმისთვის არასაკმარისია. Ხაბეიშვილის გუნდი, Მესამე მოადგილის დანიშვნას ვერ ახერხებს, რადგან თანხმობას საკრებულოში ხმათა უმრავლესობა სჭრდება. მესამე მოადგილის დანიშვნა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან აღნიშნული საკითხის Საკრებულოში ხელახლა განხილვა უვადოდ გადაიწია. დღევანდელ სხდომაზე კი ახალი მოადგილის შტატს მხარი არათუ სხვა პარტიებმა არამედ ენმ-ის წევრევბის ნაწილმაც არ დაუჭირა.

ამავე თემაზე:

მსგავსი სიახლეები

„პარი სენ-ჟერმენში“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი გადაწყდა

რედაქტორი

დღეს საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაცია ეწვევა

რედაქტორი

ირაკლი (დაჩი) ბერაია იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

რედაქტორი