საქართველოს ნაკრების გამარჯვების ერთ-ერთ მთავარ შემოქმედს ნიკა კვეკვესკირს მის მშობლიურ სპორტულ კომპლექსში ბაიაში სადაც ფეხი აიდგა სტენდი მიუძღვნეს. სპორტკომპლექს ბაიას მთავარ ჰოლში კვეკვესკირის ბაიაში ყოფნის პერიოდის ფოტოები გამოფინეს.
როგორც სპორტკომპლექსის პიარ მენეჯერი ნინო ფიფია STV სთან საუბარში ამბობს, კვეკვესკირის:
„ჩვენ ვამაყობთ რომ ნიკა კვეკვესკირის წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ბაიას, ის აქ 2006-2013 წლებში თამაშობდა. ნიკა არამარტო ბაიას არამედ სრულიად საქართველოს სიამაყეა. ბავშვები რომლებიც ჩვენთან მობლენ მთავარ ფოიეშივე შეხვდებათ სტენდი, რომელიც მათი მოტივაციისთვის ძალიან მნიშვნელივანია“ – თქვა ნინო ფიფიამ.
