STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები

ზუგდიდში აფხაზეთის მე-11 საჯაროს სკოლის დირექტორის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

„ხელები შორს ჩვენი სკოლისგან”, “შეწყდეს პედაგოგების მიმართ ბინძური ცილისწამება”, “Მხარს ვუჭერთ ჩვენი სკოლის სააღმზრდელო სისტემას”, – ამ ლოზუნგებით ზუგდიდში აქცია  გაიმართა.

ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის მე-11 სკოლის მოსწავლეების Მშობლები სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და სკოლის დირექტორს და პედაგოგებს მხარდაჭერა გამოუცხადეს. Მათი განცხადებით, სკოლის პედაგოგიური კოლექტივის მიმართ აგორებულია უსაფუძვლო ცილისმწამებლური კამპანია, რაც ემსახურება უშუალოდ, დირექტორის და სკოლის იმიჯის მიზანმიმართულ შელახვას.

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ამ კამპანიის უკან დგას კონკრეტული ოპოზიციური ჯგუფი, რომლებსაც სურთ საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში, რადგან სკოლა მისი არსებობის მანძილზე გამოირჩევა, დისციპლინური, ხარისხიანი და მაღალი დონის სწავლის მეთოდებით, რაც დირექტორის და პედაგოგების მრავალწლიანი დაუღალავი შრომის შედეგია. 


ცნობისთვის, ზუგდიდის მე-11 სკოლის პედაგოგებს, ყოფილი მოსწავლე, შერჩევით ბულინგში, შეურაცხყოფასა და სიტყვიერ ზეწოლაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ეს სკოლის დირექტორისთვის ერთ-ერთი მთავარი მეთოდია,  

აღნიშნულის შესახებ, ინფორმირებულია რესურსცენტრიც, რომელსაც ერთ-ერთმა დაზარალებულმა მშობელმა 29 მარტს მიმართა. რესურსცენტრში აცხადებენ, რომ საკითხს აფხაზეთის მთავრობის განათლების სამინისტრო შეისწავლის.

მსგავსი სიახლეები

ხობში „ევროპის სპორტის კვირეულის“ ფარგლებში გამარჯვებულები დააჯილდოვდნენ

რედაქტორი

მარტვილში  №2  საჯარო სკოლა გაიხსნა

რედაქტორი

ალექსანდრე წულაძე: განათლება ქვეყნის მომავალს ქმნის და მე მჯერა, რომ ჩვენი თავდადებით, შრომით, პასუხისმგებლობითა და სწორი სვლით შევძლებთ უზრუნველვყოთ საქართველოს უკეთესი მომავალი

რედაქტორი