ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგად ორი პირი მძიმედ დაშავდა. Თვითმხილველების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავებული დედა-შვილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
Მედიკოსების ინფორმაციით, შვილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ქალის კი, საშუალო სიმძიმის. Ორივე პაციენტი კლინიკაში რჩება და განაგრძობს მკურნალობას.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო ჯგუფი და საპატრულო პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.