STV
ისტორიული ამბები მთავარი ამბები

რა იყო „დოდგიმირი“ – დაკარგული ტრადიცია სამეგრელოში

მარტის თვესთან მიმართებაში მნიშვნელოვანი ხალხური საგაზაფხულო დღესასწაული იმართებოდა სამეგრელოში და მას „დოდგიმირის“ უწოდებდნენ.  ის გამიზნული იყო მოსავლის დოვლათიანობისათვის. ყველიერის წინა კვირას, ხუთშაბათ საღამოს, მსხვერპლად სწირავდნენ კურატს, რომელსაც ამ მიზნით ასუქებდნენ და „ოკაპუნეს“ უწოდებდნენ. ოთხშაბათ საღამოს ოჯახის უფროსი ოკაპუნე ღორს კერის გარშემო სამჯერ შემოატარებდა და დაილოცებოდა:


„ღმერთო შენ სახელ დალოცვილო კაპუნია, ჩემს ოჯახს მრავალი ეს დღე მხიარულად გაუთენე,
მოგვეცი საქონლის სიმრავლე, ოჯახის დოვლათიო“. შემდეგ იგი ღორს კერის ბუკზე დაკლავდა
ისე, რომ მისი სისხლი ზედ კერაზე დაღვრილიყო. ოთხშაბათს ღორის ხორცს მოხარშავდნენ,
დაკლავდნენ მამალს და გამოაცხობდნენ ყველიან კვერებსაც. ხუთშაბათ დილას ოჯახის უფროსი
მამაკაცი გამომცხვარ კვერებს, ღორისა და მამლის თავს, ღორის გულ-ღვიძლს დაალაგებდა ხონ-
ჩაზე, გარშემო მიაკრავდა ანთებულ სანთლებს და დადგამდა კერის პირას, შემდეგ დაიჩოქებდა,
ხონჩას სამჯერ მარჯვნივ მოაბრუნებდა და დაილოცებოდა:


„ღმერთო ბატონო, დღევანდელი ხუთშაბათი
შენ შეგვარიგე, ვლოცულობ დოდგიმირს,
შენ დამიცავი ყოველივე ცუდისაგან ცოლი
და შვილი, ბევრი დოდგიმირის ლოცვა
დამაცადე გულმხიარულად“-ო.


ლოცვის დასასრულს ოჯახის უფროსი და ოჯახის წევრები სათითაოდ მივიდოდონენ გობთან,
დაიჩოქებდნენ, გადაივლებდნენ თავზე საკმეველს და იქვე ნაკვერჩხალზე დაწვავდნენ. ლოცვის
გათავებამდის ღორის ხორცის ჭამა აკრძალული იყო, შემდეგ სუფრას გაშლიდნენ და სადილად
დასხდებოდნენ.

დოდგიმირის ხორცს მარტო ოჯახში მყოფნი სჭამდნენ, ოჯახის უფროსი კი მარტო
ყიყვსა და კვერებს შესჭამდა, გარეშე პირს, თუგინდ ნათესავიც ყოფილიყო, მის ხორცს არ აჭმევდნენ.
გამონაკლისი იყო მხოლოდ შემოსწრებული სიძე, რომელსაც ეჭმეოდა დოდგიმირის ხორცი.
გათხოვილი და ოჯახიდან წასული ქალი მის ხორცს არ სჭამდა. ამ წესს სასტიკად იცავდნენ და
თუ კაპუნობა დღეს ოჯახს ვინმე უცხო ესტუმრებოდა, მასპინძელი მას ზურგზე აიკიდებდა და ხმის
გაუცემლად (მუნჯად) თავის ეზოს ღობიდან გადასვამდა. ამას გარდა, დოდგიმირის ხორცს ქალები
ხშირად გაძღომამდე ჭამდნენ, რადგან მათი რწმენით, ვინც მეტს სჭამდა ამ ღორის ხორცს, მას ბევრი აბრეშუმი მოუვაო. ცდილობდნენ დოდგიმირის ხორცი სამ დღეში შეეჭამათ, თუ გადარჩებოდა
– ღორს ამარილებდნენ, რომ იგი რამემ არ დასუნოსო.

მომზადებულია – წიგნის „სამეგრელოს სოფელი ძველად და ახლა“ დახმარებით

ნახატი: დიუბუა დე მონპერე

მსგავსი სიახლეები

ჯვარში მრავალბინიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა

რედაქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

რედაქტორი

მგალობლიშვილი: ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული ვერანაირი ე.წ. არჩევნები ვერ იქნება სამართლიანი

რედაქტორი